,,ქართული ოცნების“ წევრი ვანო ზარდიაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო დაკავებასა და ექსტრადირებას ეხმაურება.
როგორც მმართველი გუნდის წევრი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა სააკაშვილს საქართველოში გამოგზავნის, მას საქართველოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან მოუწევს ურთიერთობა.
ზარდიაშვილის თქმით, უკრაინელ ხალხს აფრთხილებდნენ სააკაშვილის არაადეკვატურობისა და ავანტიურისტობის შესახებ, თუმცა არ დაუჯერეს.
,,იმ შემთხვევაში თუ უკრაინულმა მხარემ გადმოსცა საქართველოს მიხეილ სააკაშვილი, მას შეხება ექნება დამოუკიდებელ ქართულ მართმსაჯულებასთან. შესაბამისად, დანარჩენზე მოსამართლეები იმსჯელებენ. სააკაშვილს ყველგან სისხლის სამართლის საქმეები იჰყვება.
როდესაც ჩვენ უკრაინელებს ვეუბნებოდით, რომ ის იყო ავანტიურისტი და არაადეკვატური პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, არ დაგვიჯერეს ახლა კი თავად დარწმუნდენ. საზოგადება ხედავს როგორ ვითარდება უკრაინაში მოვლენები“ _ განაცხადა ზარდიაშვილმა.