თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 1-ელ სართულზე კიბის უჯრედი ჩამოიშალა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მცხოვრებლები სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მომხდარის გამო 4 ადამიანის ევაკუაცია გახორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.