https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვასილ მაღლაფერიძე: მაუწყებელზე მიმდინარეობს დიდი განახლება, ფაქტობრივად, ახალი ტელევიზია იქმნება

7:06; 19.06.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებრივის ჟურნალისტს ესაუბრა. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით,  მაუწყებელზე დიდი განახლება მიმდინარეობს და უკეთესობისკენ ცვლილება ყველას წაადგება.

– ბატონო ვასილ, საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში რადიო თავისუფლების ორი პროექტის – „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW“-ს დახურვამ. რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული გადაცემების დახურვის საჭიროება?

– თუ გვინდა, რომ საქმის ვითარება სწორად გავიაზროთ, უნდა ვისაუბროთ ყველა გადაცემაზე და არა მხოლოდ ორზე. მაუწყებელზე მიმდინარეობს დიდი განახლება. იცვლება მთლიანად ბადე, შემოდის ახალი გადაცემები, ქართული სერიალები, ზოგი არსებული გადაცემა კი მნიშვნელოვნად განახლდება. იმ სახით რაც დღესაა, არც ერთი გადაცემა არ დარჩება, ყველას შეემატება რაღაც ახალი, ეს კარგი და აუცილებელია და ამაზე, პირველ რიგში, მათი ავტორები მუშაობენ.

გამომდინარე აქედან, ამ ორი გადაცემის გამოყოფა და არასწორად მიმაჩნია. ყველა გადაცემა ერთად ქმნის არხის სახეს და ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ. უკეთესობისკენ ცვლილება ყველას წაადგება. ყველა ადამიანი თანასწორია და არ ვფიქრობ, რომ ვინმე უფრო თანასწორი უნდა იყოს, ვიდრე სხვა.

ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით საზოგადოების თითოეული წევრის აზრს, არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა ჯგუფი იქნება, თუნდაც ათი ან ხუთი ადამიანი იყოს – ძალიან მცირე ჯგუფმა ან ერთმა ადამიანმაც კი შეიძლება გაცილებით გონივრული თქვას და მოიფიქროს, ვიდრე ბევრმა, მაგრამ თუ ერთი აზრის დიქტატი იწყება, იქ გონიერება თვლემს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მის არსებობას მხოლოდ მანამდე აქვს ფასი, ვიდრე სრულიად დამოუკიდებელია ნებისმიერი დიქტატისგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. 

საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავს სამეურვეო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტებს და აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს; ჰყავს 24-წევრიანი დიდი საბჭო, რომელიც განიხილავს საჭირბოროტო საკითხებს; ჰყავს აღმასრულებელი საბჭო; ჰყავს ე.წ. სუპერ დესკი, რომელიც საინფორმაციო-პოლიტიკურ მიმართულებას უძღვება. სწორედ აქ, დიდი განსჯისა და ზოგჯერ ცხარე კამათის შედეგად შემუშავდება ხოლმე ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც შემდეგ დირექტორი აწერს ხელს.

არ მგონია, საზოგადოებას ან ჩვენს გულშემატკივარს ქვეყნის გარეთ, მოეწონოს ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც რაიმე სახის ზეწოლის შედეგად გახსნის ან დახურავს რომელიმე გადაცემას.

რატომ გვინდა, რომ ზოგი არსებული გადაცემა ახლით შევცვალოთ და ზოგშიც ცვლილებები შევიტანოთ, ვფიქრობ, ამას ახსნა არ სჭირდება და ვიმეორებ, ყველაფერს ერთიან კონტექსტში უნდა შევხედოთ. შეიძლება, მაყურებელთა გარკვეულ ჯგუფს მხოლოდ ერთ ან ორ გადაცემაზე განსაკუთრებით შესტკიოდეს გული, მაგრამ ჩვენ მთელი მაუწყებლის ინტერესებიდან უნდა გამოვდიოდეთ.

თუმცა, ვინაიდან აჟიოტაჟი ატყდა ამ ორ გადაცემასთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ მათ შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაღალი აზრის ვარ ამ გადაცემის ავტორების პროფესიონალიზმზე. ამავე დროს დარწმუნებული ვარ, რომ მათი გადაცემებიც საჭიროებენ მნიშვნელოვან განახლებას და ფორმატის გაუმჯობესებას. ამაში არაფერი შეურაცხმყოფელი არ არის. საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს არიან ისეთი პროფესიონალები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება ნამდვილად წაადგებოდა ბატონი გოგი გვახარიას და ქალბატონი სალომე ასათიანის გადაცემების გაუკეთესებას. შეიძლება ვინმეს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივს ამის კომპეტენცია არ აქვს და ჩვენ უნდა გავუშვათ, რასაც მოგვიტანენ და აზრიც არ უნდა გამოვთქვათ, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ.

რეალობას თუ შევხედავთ, დღეს ეს ორი გადაცემა არ გახლავთ რადიო „თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროდუქცია, ამ გადაცემებს თავიდან ბოლომდე ამზადებს რადიო  თავისუფლება და საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ მისი გაშვება ევალება. ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ პლატფორმაა და მეტი არაფერი. საზოგადოებრივის მხოლოდ პლატფორმად გამოყენება არც ჩვენთვის არის საინტერესო და არც სხვისთვის მგონია, რომ იყოს. დღეს პლატფორმების გასაჭირი ნამდვილად არ არის და ამ ეტაპზე არ გვაქვს ისეთი რეიტინგი, რომ ვინმე ჩვენი მეშვეობით ბევრი მაყურებლის მოზიდვას აპირებდეს. ამიტომ ჩვენ გადაცემები კი არ დავხურეთ, არამედ როცა ამის დრო მოვიდა, უარი ვთქვით ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ უტყვი პლატფორმის ფუნქცია რჩება.

დეტალია, თუმცა, თვალსაჩინო, როდესაც ეს ორი გადაცემა გადის საზოგადოებრივზე, მას ორი ლოგო ადევს, რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის, ხოლო როდესაც იგივე გადაცემა მეორდება რადიო თავისუფლების პლატფორმაზე, მას მხოლოდ რადიო თავისუფლების ლოგო ადევს და ჩვენი ლოგო მოხსნილია. რატომ? არ გამოვიჩინებით?! ცხადია, მხოლოდ ლოგოში არ არის საქმე, თუმცა, ლოგოშიცაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა იყოს მხოლოდ გამტარი პლატფორმა, საზოგადოებრივი მზად არის ყველა რესურსი გამოიყენოს ღია და სრულფასოვანი პარტნიორობისთვის.

ამავე დროს, მზად ვართ, ვაწარმოოთ ერთობლივი პროდუქცია სხვა სტუდიებთან და მედიასაშუალებებთან ერთად, და რასაკვირველია, რადიო  თავისუფლებასთან  ერთადაც, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრად დიდი პოტენციალი აქვს და მას შეუძლია, ერთობლივ პროდუქციაში მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსის ჩადება, რითაც მხოლოდ მოიგებს მაყურებელი. ვიმეორებ, მხოლოდ პლატფორმის დონეზე პარტნიორობა ჩვენთვის არ არის საინტერესო.

მაგალითისთვის მოგიყვანთ ბატონი გოგი გვახარიას გადაცემას, მით უმეტეს, გარკვეული განმარტება აქაც აუცილებელი გახდა, ვინაიდან, თავად ბატონი გოგი, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეულ ფაქტებს არასწორად გადმოცემს და ამით ცდილობს განავითაროს აზრი, რომ მის გადაცემას პოლიტიკური ნიშნით ებრძვიან. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა არის ის პოლიტიკური მოტივი თუ პლატფორმა, რის გამოც ბატონი გოგი შეიძლება ვინმესთვის მიუღებელი იყოს, ვინაიდან მისი გადაცემა „წითელი ზონა“ მის გულშემატკივრებს და მათ შორის მეც, გვახსენდება იმ მშვენიერი ფილმებით, რომლებიც პირველად სწორედ ამ გადაცემაში ვნახეთ და შემდეგ ამ ფილმების შესახებ საინტერესო საუბრებით. ბატონი გოგი თავის სტატუსებში ახსენებს ხოლმე, რომ თითქოს საზოგადოებრივზე ფილმების ჩვენება აუკრძალეს თუ რაღაც ასეთი და ავიწყდება, თქვას დრო და გარემოება, როდის და რატომ მოხდა ეს. როდესაც იანვარში ამირჩიეს და ბადეზე ვმუშაობდით, ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ „წითელ ზონაში“ ფილმები აღარ გადიოდა და არ გადიოდა უკვე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. იმის გამო, რომ „წითელ ზონაში“ გასული ფილმების დიდი ნაწილი არ იყო შესყიდული ჩვენების უფლებით და  რადიო თავისუფლებამ  ვერ უზრუნველყო ფილმების შესყიდვა, გადაცემას შეუცვლია ფორმატი, გადაკეთებულა პოლიტიკურ ტოქშოუდ და საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ პროცესში მხოლოდ ის როლი აკისრია, რომ გაუშვას ის ჩანაწერი, რასაც მოუტანენ. ის, რომ ბატონი გოგი სურვილისამებრ შეცვლის გადაცემის ფორმატს, ამით ჩვენ გვგონია, რომ აგებს მაყურებელი და ცხადია – მაუწყებელიც. ასეთ პრაქტიკას გულისხმობს არსებული ხელშეკრულება, რომლის ვადის გაგრძელებაზეც უარი ვთქვით და, მესამედ თუ მეოთხედ ვამბობ, რომ მზად ვართ და მივესალმებით პარტნიორულ თანამშრომლობას, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალისტებსაც ექნებათ აზრის გამოთქმის, ფორმატის შემუშავებაში მონაწილეობის უფლება.

იგივე შეიძლება ითქვას ქალბატონი სალომეს გადაცემის ფორმატის შესახებ, გნებავთ სტუდიის შესახებ და ასე შემდეგ. ბევრი მხრივ შეიძლებოდა მისი გაუკეთესება, მაგრამ დღეს საზოგადოებრივს მხოლოდ ჩანაწერის გაშვების უფლება აქვს და მეტი არაფერი.

ასე რომ, ჩვენ გახსნილი ვართ თანამშრომლობისთვისაც და პარტნიორობისთვისაც ყველასთან, მათ შორის, ქალბატონ სალომესთან და ბატონ გოგისთანაც. თუ მათ სურვილი ექნებათ, დარწმუნებულები ვართ, შევძლებთ ძალიან საინტერესო პროდუქციის შექმნას და ამ პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩაერთვება ინტელექტუალური და მატერიალური რესურსით, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გადაწყვეტილება არსებული ხელშეკრულების გაუგრძელებლობის შესახებ, რაც მხოლოდ პლატფორმის ფუნქციას გვიტოვებს და მზად ვართ დავიწყოთ ისეთი პარტნიორული ურთიერთობა, რითაც მაყურებელიც მოიგებს და საზოგადოებრივიც.

– როდესაც მაუწყებლის დირექტორად აგირჩიეს, საზოგადოებას დაპირდით, რომ შესთავაზებდით სრულიად ახალ, ბევრად უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. გადაცემებზე გამოცხადებული კონკურსი ფინალურ ეტაპზეა, ახლოვდება ახალი სეზონი. რა მოლოდინი გაქვთ, როგორ საზოგადოებრივ მაუწყებელს ვიხილავთ ახალ სატელევიზიო სეზონზე? 

– ანუ რასაც ვიხილავთ საშემოდგომოდ: ინტენსიურად მიმდინარეობს ტექნიკური გადაიარაღების პროცესი, რაც არ გაკეთებულა ათწლეულების მანძილზე, ფაქტობრივად, ახალი ტელევიზია იქმნება. გადაიარაღების პირველ ეტაპს მოვასწრებთ. გვინდა, რომ ამ ორ თვეში მოვახდინოთ ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა.

ტელევიზიის პირველ კორპუსში კეთდება რემონტი, გვექნება მთლიანად ახალი ნიუსრუმი, სრულიად ახალ პრინციპებზე, ახალ ადგილზე, განახლებული ტექნიკით. ძალიან რთული პროცესია.

ვმუშაობთ და 2018 წელს გვინდა გავუშვათ ახალი არხი „საზოგადოება სპორტი“.  რამდენიმე კვირაში ამ კონცეფციას განსახილველად წარვუდგენთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.

ძალიან მნიშვნელოვანი განახლება იქნება შემეცნებით-გასართობი გადაცემების კუთხით, დასრულდა კონკურსი, რამდენიმე დღეში დასახელდება გამარჯვებული გადაცემები და დავუცადოთ მაყურებლის სამსჯავროს. ვფიქრობ, ბევრი საინტერესო გადაცემა იქნება. მიმაჩნია, რომ  კონკურსმა გაამართლა.

ვიღებთ სხვადასხვა ჟანრის სამ ქართულ სერიალს, რაც დიდი ხანია არ მომხდარა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ცალკე საუბრის თემაა და მალე დასრულდება მუშაობა — სოსო ჩხაიძის „შვიდკაცაზე“, რომელიც გვერდზე იყო გადაგდებული ათწლეულების განმავლობაში და მხოლოდ მისი მეუღლის ძალისხმევით გადარჩა. ვფიქრობ, ეს შვიდსერიანი ფილმი საუკეთესი საჩუქარი იქნება მაყურებლისათვის და ამავე დროს მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება ჩვენი კულტურისათვის. 

დასრულდა მუშაობა და ტესტირებას გადის ახალი ვებგვერდი საზოგადოებრივი.გე, რომელიც ჩვენი ვარაუდით იქნება ერთ-ერთი ლიდერი ქართულ საინფორმაციო სივრცეში.

ვიწყებთ ახალ წინასაარჩევნო პროექტს „თვითმმართველობა 2017“. ეს იქნება ძალიან დიდი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მაქსიმალურად შევეცდებით, მოქალაქეებთან მივიდეთ არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს თითოეული მუნიციპალიტეტის სოფლებში, სიტყვა გადავცეთ ადამიანებს და მთელ საქართველოს დავანახოთ, რას წარმოადგენს თვითმმართველობა. გვინდა, ძალიან სიღრმისეულად გავაშუქოთ ეს პროცესი. დებატებში მონაწილეობის უფლება მივცეთ რეგიონების წარმომადგენლებს და ეს ვანახოთ მთელ საქართველოს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1 მარტი, 2026

წვიმა, ელჭექი და ქარი _ ამინდი გაუარესდება

ვენეციის კომისია კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას ოქტომბერში წარმოადგენს

ყველა სიახლე

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

22:21; 1.03.2026
პოლიტიკა

რის შესახებ ესაუბრა ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს

22:13; 1.03.2026
საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1.03.2026
პოლიტიკა

განიხილავს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციასთან გაერთიანებას – რას ამბობს ტატა ხვედელიანი

18:16; 1.03.2026
პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო