გერმანიის ქალაქ დუისბურგთან 1,7 მლნ დოლარად ღირებული ულრიხ გენტისა და ჰაიკე მუტერის 11 მ სიმაღლის კონსტრუქცია დაიდგა.მას უცნაური სახელი ჰქვია: “ვეფხვი და კუ – ჯადოსნური ბორცვი”. ფაქტობრივად, ეს “ამერიკული ბორცვებია”, ოღონდ ვაგონების გარეშე!
მუტერის თქმით, ატრაქციონი “ვეფხვივით სწრაფია”, თუმცა აქ სტუმრები მხოლოდ ფეხით ივლიან “კუსავით”.
ცხადია, ე.წ. “მკვდარი მარყუჟის” მონაკვეთს გამოტოვებენ.