ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ხელისუფლებას პასუხის გაცემას სთხოვდნენ, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წელი კიდევ ერთხელ გაიხსენა.
ბიუროს სხდომაზე დიალოგი ,,ევროპული საქართველოდან“ სერგი კაპანაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შორის გაიმართა.
ირაკლი კობახიძე: „ის ცხრა წელი არ იყო უბრალო ცხრა წელი, ის იყო გაუპატიურების, წამების და ათასი უბედურების ცხრა წელი, ამიტომ ცხრა წელზე დიდხანს უნდა ვისაუბროთ.
დღემდე გერმანიაში ჰოლოკოსტის კვალის სანახავად დაჰყავთ ბავშვები, იმიტომ, რომ უნდა იცოდეს გერმანელმა ბავშვმა, რომ იგივე არ განმეორდეს.
„ევროპული საქართველოდან“ სერგი კაპანაძე ირაკლი კობახიძეს:
_ ცხრა წლის პერიოდში ჰოლოკოსტი იყო საქართველოში, ბატონო ირაკლი?
-მასშტაბი არ გქონდათ იმხელა, ვერ გაქაჩეთ, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს.
_ ამბობთ, რომ საქართველოში ჰოლოკოსტი მოხდა და შედარება მოგყავთ იმ მმართველობის ჩვენს მმართველობასთან?
_ თქვენ ეს მასშტაბი ვერ გაქაჩეთ, მაგრამ რომ გქონოდათ საშუალება, ამასაც გაქაჩავდით“,_მიუგო პარლამენტის თავმჯდომარემ.