საფრანგეთში უამინდობამ წყალდიდობა გამოიწვია. სამძებრო-სამაშველო მისიის დროს კი სამაშველო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც 3 მაშველი ემსხვერპლა.
როგორც BBC იუწყება, სამაშველო ვერტმფრენთან კონტაქტი კვირას ღამით დაიკარგა, რის შემდეგაც, ის მარსელთან ახლოს ჩამოვარდნილი იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ერთ-ერთი ვერსიით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზად ნისლი და ცუდი ხილვადობა სახელდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, საფრანგეთში სტიქიის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული.