ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეუწყვეტია მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შეჭირვებულ ბენეფიციართა დახმარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეტერანთა თანადგომის არა ერთი აქცია ჩაატარა.
თანადგომის მორიგი აქცია ჩატარდა კახეთის რეგიონში, სადაც უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა, რეგიონის 8-ვე ( საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის) მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ, მრავალშვილიან, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ, მხცოვან ბენეფიციარებს, სასურსათო კალათები გადასცეს.
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, გიორგი ივანკოს კი, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, სამსახურის წარმომადგენლებმა, სასურსათო კალათასთან ერთად, უწყების სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს. მხცოვან ვეტერანს, დაბადების დღე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამაც მიულოცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანთა თანადგომის აქციებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ გააგრძელებს.