„ნიკა გვარამიამ ერთხელ სამშობლოს ღალატზე წამიყენა ოფიციალურად ბრალი, ახლა უკვე „ნაცმოძრაობის“ ღალატიც ჩამიდენია თურმე, რადგან მათი მხარდაჭერილი და თავიდანვე უსუსური კანდიდატურა ვერ გაიყვანეს პრეზიდენტად, რის გამოც ეს უმაღლესი პოსტი ხონჩით მიართვეს რუსეთის დაზვერვის ოფიცერ ქალბატონს“, _წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, „ვეუბნებოდი უპირველესად მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას, რომ დაეჭირათ მხარი ჩემთვის, რის შედეგადაც პირველივე ტურში დავამთავრებდი ივანიშვილის რეჟიმს.
მომისმინეს? მეტი არაა ჩემი მტერი. მთელი წინასაარჩევნო კამპანია „ედისონ რისერჩის“ რეიტინგები აეწყო ჩემ წინააღმდეგ, რომ მესამე ადგილზეც კი არ გავსულიყავი და იქ სავალდებულო წესით წამოეჭიმათ უსახური დავით ბაქრაძე, რომლის მომხრე ეპოქა გავიდა და ვერ ვნახე. თვითონ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პირდაპირ მოუწოდებდა ამომრჩეველს, ჩემზე არ მოეცათ ხმა, რადგან ნულოვანი რესურსი მქონდა თურმე. თუ ასე იყო, აბა რას მემდურიან, ნულოვანის იმედზე როგორ იყვნენ?“ _აღნიშნავს ნათელაშვილი.