ვიეტნამის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ველური ბუნების სახეობით ვაჭრობა აიკრძალა, _ ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS-ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, პრემიერ-მინისტრმა, ნგუენ სუან ფუკმა განაცხადა, რომ გადაწვეტილება, კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებას ისახავს მიზნად.
REUTERS-ის ინფორმაციით, აიკრძალა, ასევე, ცხოველების სხეულების სხვადასხვა ნაწილებით, მათ შორის, პანგოლინის ქერცლით, მარტორქის რქებითა და სპილოს ძვლებით ვაჭრობა.
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, KOVID-19-ის ადამიანზე გავრცელების ერთ-ერთი წყარო სწორედ ველური ბუნების სხვადასხვა სახეობებია და ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიში ის ქვეყნები და რეგიონებია, სადაც ამ სახეობით ვაჭრობენ.