ვიღაცას დაიწუნებენ, ვიღაცას მოიწონებენ. ეს არის პროცესი, _ ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ სტრასბურგში საქართველოს მიერ წარდგენილი 3 კანდიდატიდან 2-ის დაწუნების შესახებ გააკეთა.
ვოლსკი ამ ფაქტს ტრაგიზმად არ მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ არასასიამოვნოა.
„არ არის ეს ისეთი… ტრაგიზმის რაღაც დოზა არ ახლავს ამას. თუმცა, არ არის სასიამოვნო, _ აცხადებს გიორგი ვოლსკი.
როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიამ ორი წარდგენილი კანდიდატურა _ სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძეს, ახალი წესების გათვალისწინებით, არასაკმარისი ასაკის გამო დაიწუნა.