მმართველი გუნდის წევრი ნუკრი ქანთარია ეწინააღმდეგება სიტყვა ხმოსნის, საარჩევნო კოლეგიით ჩანაცვლებას. როგორც ქანთარიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, არ არის საჭირო იმ სიტყვის შეცვლა, რომელსაც წარსულში საზოგადო მოღვაწეები იყენებდნენ.
„ძალიან გონიერი გადაწყვეტილებაა, რომ არ ვეხებით 50-ე მუხლს და ვტოვებთ. შეიძლება იურიდიულად წიაღსვლებში, მთლად მაღალი სტანდარტი არ არის, მაგრამ პოლიტიკურად, ვფიქრობ, გონიერი გადაწყვეტილებაა და კარგია, რომ ამაზე ჩამოვყალიბდით. ტერმინი, რომელიც არის და გვინდა, რომ შევცვალოთ, კი ვიღაცებმა შეიძლება გააქილიკეს ხმოსანი, მგოსანი, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა ავყვეთ ამას. არის ძალიან კარგი ქართული ტერმინი ხმის უფლების მქონე ადამიანი, მოქალაქე, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ არის მაინცდამაინც საჭიროება იმისა, რომ ამ კონიუნქტურას ჩვენვე ავყვეთ და ეს ქართული სიტყვა ამოვიღოთ, რომელსაც წინა პერიოდში ხშირად იყენებდნენ ჩვენი ძალიან დიდი საზოგადო მოღვაწეები“, _ განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.