ისტორიის გამოცდების შედგები უკვე ცნობილია. ამ დროის მონაცემებით, რომლებიც “გურია ნიუსმა” რესურსცენტრებიდან მიიღო ჩოხატაურში ყველაზე მაღალი _ 63 ქულა #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ანა სიხარულიძემ მიიღო;
62 ქულა აქვს სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულს სანდრო ქავთარაძეს; 61 ქულა აქვს #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს გვანცა კილასონიას; 59 ქულა აქვს ამავე სკოლის კურსდამთავრებულს თორნიკე სამსონიას;
53 _ ნინო შევარდნაძეს; 52 _52 თამარ დარასელიას და ნინო სიხარულიძეს; 50-50 ქულა აქვთ თამთა მგალობლიშვილს და თათია ძნელაძეს.
რაც შეეხება ოზურგეთს _ 67 ქულა აქვს #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს გიორგი ბაჯელიძეს; 64-64 ქულა აქვთ #4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ანა ტრაპაიძეს და #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ნინო ფასიეშვილს.
ისტორიაში უმაღლესი ქულა 70 იყო.