ამ წუთებში ჩოხტაურში პარტია “ქართული ოცნების” საოლქო ორგანიზაციის ყრილობა მიმდიანრეობს. თავმჯდომარედ უკვე აირჩიეს ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა.
რაც შეეხება ბიუროს წევრებს, ესენი არიან: საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, თავმჯდომარის მოადგილე დავით გუდავაძე, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბექა გამდლიშვილი, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზვიად მამალაძე და საკრებულოს წევრი, ჩოხატაურის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი მანანა მინდაძე.