,,ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციების ისტორია, არ უნდა გაიკეთონ COVID ვაქცინა,“ – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა განაცხადა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
მედიკამენტების მარეგულირებელმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიტანეთის ჯანდაცვის ორ თანამშრომელს გარკვეული ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, NHS -ის ორივე თანამშრომელი ატარებენ ადრენალინის ავტოინექტორებს, რაც გულისხმობს, რომ მწვავე ალერგიული რეაქციები წარსულში ჰქონდათ. აღნიშნული ინექცია, გამოიყენება რეაქციის შესაჩერებლად ადამიანებში, რომელბსაც გარკვეული გამაღიზიანებელი მწვავე ალერგიული რეაქცია უვითარდებათ.
როგორც გამოცემა წერს, პაციენტის საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც ,, Pfizer“ – ის ვაქცინას ახლავს, უთითებს, რომ პრეპარატი არ უნდა გაიცეს ადამიანებზე, რომლებსაც ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე ალერგია აქვთ.
,,ალერგიული რექაციის ნიშნები შეიძლება იყოს კანის ქავილი, გამონაყარი და სახის ან ენის შეშუპება,“ – ნათქვამია ბროშურაში.
ინგლისის NHS-ის ეროვნული სამედიცინო დირექტორის, პროფესორ სტივენ პუისის თქმით, მარგულირებელმა სააგენტომ ამ ვაქცინის შემთხვევაში გაწია რეკომენდაცია, რომ მწავე ალერგიული ისტორიის მქონე პირებს ვაქცინა არ გაუკეთდეთ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელები, თავს უკვე კარგად გრძნობენ.
მარეგულირებელი სააგენტოს თქმით კი, არცერთ პირს, რომელსაც პრეპარატზე ან საჭმელზე მწვავე ალერგია აქვს, წარსულში ჰქონია ანაფილაქსიური რეაქცია ან/და ატარებს ადრენალინის ინექციას, “ფაიზერის” ვაქცინა არ უნდა გაუკეთდეს. ამასთან, ვაქცინაცია მხოლოდ ისეთ დაწესებულებებში უნდა მოხდეს, სადაც სარეანიმაციო ზომების გატარება არის შესაძლებელი.
,,ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ანამნეზში აქვს მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქცია ვაქცინაზე, მედიკამენტებზე ან საკვებზე არ უნდა მიიღოს Pfizer / BioNtech . ყველა ვაქცინის მიმღებისთვის, უნდა იყოს ხელმისაწვდომი რენიმაციული საშუალებები. ვაქცინის გაკეთება უნდა განხორციელდეს, მხოლოდ იმ დაწესებულებებში, სადაც შესაძლებელია რეანიმაციული ზომები,“ – აცხადებენ მარეგულირებელ სააგენტოში.
The Guardian წერს, რომ ჯანდაცვის ორივე თანამშრომელს, ვაქცინის გაკეთებიდან მალევე განუვითარდათ ანაფილაქტოიდური რეაქციის სიმპტომები და მკურნალობის შემდეგ ორივე თანამშრომელი გამოჯანმრთელდა.