რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატები დაასახელა.
კალაძის ინფორმაციით განახლებული პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატები არიან: ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტში მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები – დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები – მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
“უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის ყრილობა და დარწმუნებულნი ვართ, რომ ყრილობის დელეგატები ერთხმად დაუჭერენ მხარს ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს“, – განაცხადა ბრიფინგზე კახი კალაძემ.
“ქართული ოცნების” ყრილობა თბილისში 11 მაისაა დაგეგმილი, სადაც დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარეც უნდა აირჩიონ. ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.