ცოტა ხნის წინ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტის შესახებ.
“გურია ნიუსი” საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რეგიონს ვერ დაგვისახელებდნენ.
მათი ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი კომერციული ბანკის რეგიონული ფილიალის ექსპერტ-შემფასებელი, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვისცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, რომლის უზრუნველსაყოფად, ნაცვლად გირაოში ჩასადები ძვირფასეულობისა, დაგირავდებოდა არაძვირფასი ლითონის ნაკეთობანი (ე.წ. ბიჟუტერია).
აღნიშნულიდან ცოტა ხანში ამავე საქმეზე განცხადება ლიბერთი ბანკმაც გააკეთა.