სულ ცოტა ხანში, საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყება, სადაც საბოლოოდ გაირკვევა, თუ ვინ ჩაანაცვლებს უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს სხვადასხვა თანამდებობაზე.
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტს უკვე ოთხი ვიცე სპიკერი ეყოლება : პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს გიორგი ვოლსკი დაიკავებს; ვიცე სპიკერები იქნებიან მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა და გიორგი კახიანი.
მამუკა მდინარაძის ადგილს, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, რატი იონათამიშვილი შეცვლის. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, კახაბერ კუჭავას ნაცვლად, ნინო წილოსანი დაიკავებს; საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ირაკლი ბერაია; ხოლო საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, კახიანის ნაცვლად გურამ მაჭარაშვილი ჩაიბარებს.