9 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა. პლენარულ სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლამდე გადადებას 45-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 17 წინააღმდეგ წავიდა. კვორუმისთვის კი 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ წარდგენილ კანონპროექტს „ევროპული საქართველოს“ 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი – ირაკლი აბესაძემ, დავით ბაქრაძე, აკაკი ბობოხიძე, გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია, ირმა ნადირაშვილი, სერგო რატიანი, რამაზ ნიკოლაიშვილი.
კანონპროექტმა „ნაციონალური მოძრაობის“ 4 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო – თინა ბოკუჩავა, ნიკა მელია, სალომე სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი.
კანონპროექტს „პატრიოტთა ალიანსის“ 6-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ეკა ბესელიას ინიციატივა გაიზიარა ასევე ფრაქციის გარეშე დარჩენილმა 2-მა დეპუტატმა .
ბესელიას და მისი თანამოაზრეების კანონპროექტს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 17-მა დეპუტატმა – რევაზ არველაძე, ეკა ბესელია, გიორგი მოსიძე, კობა ნარჩემაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რუსლან პოღოსიანი, გია ჟორჟოლიანი.
კენჭისყრაში საერთოდ მონაწილეობა არ მიიღო მამუკა მდინარაძემ, გუგული მაღრაძემ, ენძელა მაჭავარიანმა, გიორგი ვოლსკიმ, ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა დეპუტატებმა, გივი ჭიჭინაძემ და ერეკლე ტრიპოლსკიმ.
კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა სოფო კილაძემ, ირაკლი კობახიძემ, ვანო ზარდიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, ირინა ფრუიძემ, ნინო წილოსანმა, თამარ ხულორდავამ.