ბულგარეთის ქალაქ ალბენაში 2004-2005 წლებში დაბადებულ, მოსწავლე მოკრივეებს შორის ევროპის პირველობა ჩატარდა.
2018 წლის ევროპის ჩემპიონი მოსწავლე მოკრივეებს შორის, 44,5 კგ წონით კატეგორიაში საბა ტყებუჩავა გახდა, მან უკრაინელ მეტოქეს სძლია. 65 კგ კატეგორიაში ფინალური ორთაბრძოლა პირველივე რაუნდში მოიგო ირაკლი ჯანელიძემ, მეორე ადგილი 41,5 კგ დემურ ქაჯაიამ დაიკავა, 76 კგ წონით კატეგორიაში კი გიორგი დეკანოზიშვილი საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში – რუსი მეტოქის წინააღმდეგ დამარცხდა.
საქართველოს მოსწავლე მოკრივეთა ნაკრები გუნდი თბილისის აეროპორტში 31 მაისს დილის 03:00 -ზე ჩამოფრინდება.