“გომისმთობა 2017“ სპორტული ღონისძიებებით დაიწყო. მოეწყო შეჯიბრი მინი-ფეხბურთსა და დოღში, ჭიდაობაში, ბაგირის გადაძალვასა და ფრენბურთში. ფეხბურთში გამარჯვებული სოფელ შემოქმედის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე სოფელ გომის ფეხბურთელები გავიდნენ. ფრენბურთში გამარჯვება გომისმთაზე დამსვენებლებისგან შექმნილმა გუნდმა მოიპოვა. ბაგირის გადაზიდვაში პირველობა არ დაუთმეს სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის 132-ე გამოშვების კურსდამთავრებულებმა. ჭიდაობაში სხვადასხვა კგ. კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს: გუგა ბოლქვაძემ, გიორგი მჟავიამ და გოგიტა ზოიძემ.
დღესასწაულზე, ტრადიციულად, გაიმართა დოღი, რომლის გამარჯვებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო კლუბის წარმომადგენელი თორნიკე თოდრია გახდა.
გამარჯვებულები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა, არჩილ ყაზაიშვილმა და გიორგი ღურჯუმელიძემ სიგელებით, თასებითა და პრიზებით დააჯილდოვეს.
გაიმართა ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების: „ზენაარის,“ „მხედრების,“ „შემოქმედის“ და ბოლოს სპეციალური მოწვევით, „თეატრალური კვარტეტის“ კონცერტი.
“გომისმთობა 2017“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით და ა(ა)იპ კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის თანაორგანიზატორობით გაიმართა.
ფოტოები ეკუთვნის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას