არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 6-კვირიან პერიოდში საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, ჯამურად განხორციელებულია 8,835,900.00 ლარის ხარჯი, კერძოდ: “ქართული ოცნება” _ 6,983,756 ლარი; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” _ 202,811 ლარი; “ევროპული საქართველო _ მოძრაობა თავისუფლებისთვის” _ 646,775 ლარი; “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” _ 507,730 ლარი; “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო” _ 75,892 ლარი და “სამოქალაქო პლატფორმა _ ახალი საქართველო” _ 66,084 ლარი.
ანგარიშის თანახმად, აქედან რეკლამისათვის გახარჯულია 5 805 5620 ლარი, კერძოდ: „ქართული ოცნება“ _ 4 939 306 ლარი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ 345,862 ლარი; „ევროპული საქართველო_მოძრაობა თავისუფლებისთვის“ _ 396 347 ლარი; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ _ 285 250 ლარი; „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო“ _ 95 300 ლარი; „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“ _ 28 747 ლარი.