მმართველ გუნდში დავით ჭიჭინაძის ,იერ გიორგი ვოლსკისადმი გამონათქვამის შესახებ საუბრობენ. უმრავლესობის წევრი გედევან ფოფოხაძე ამბობს, რომ განცხადება, რაც დავით ჭიჭინაძის მიერ კოლეგის მგელ აკილასათვის შედარება იყო ხუმრობა.
„ხუმრობაა. გია არის ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო და საყვარელი ადამიანი. ამ ხუმრობაში მისთვის შეურაცხმყოფელს ვერაფერს ვხედავ, აკილა არის ძალიან კარგი პერსონაჟი და ვინმე თუ შემადარებს არ მეწყინება.
მაგაზე(სერიოზულად აღქმაზე) უკვე დავითი და ბატონი არჩილი ერთად ისაუბრებენ და გაარკვევენ თუ რაიმე სხვა კონტექსტი იყო,“-ამბობს გედევან ფოფოხაძე.
შეგახსენებთ, რომ ჭიჭინაძის საპასუხოდ განცხადება გააკეთა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, აქ საწყენი არაფერია, მაგრამ კოლეგები ერთმანეთთან ღია ეთერით არ უნდა საუბრობდნენ მაშინ, როცა ისინი ერთ კალიდორში დადიან და ერთმანეთის მიმართ გამონათქვამები უნდა შეარჩიონ.