,,ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს, ამიტომ პირბადის ტარება მომავალში ნორმად იქცევა“, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესმდივანმა, დევიდ ნაბარომ ,,BBC’-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ნაბაროს განცხადებით, ადამიანებს მოუწევთ ახალ რეალობასთან შეგუება.
,,ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს და ჩვენ არ ვიცით, ექნებათ თუ არა იმ ადამიანებს იმუნიტეტი, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანა. ასევე, ჩვენ არ ვიცით, ვაქცინა როდის გვექნება, ამიტომ ჩვენ პირბადეების ტარება მოგვიწევს. ასევე, მოგვიწევს ფიზიკური დისტანციის დაცვა, რისკჯგუფებში შემავალი ადამიანებზე ზრუნვა, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, გავრცელება როგორ შევაჩეროთ.
მაგალითად, 25 წლის წინ ჩვენ ყველამ გავიგეთ შიდსის და სექსთან მისი კავშირის შესახებ, რომლის გამო ძალიან ბევრმა ადამიანმა შეცვალა ცხოვრების წესი და ახლა გასხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ“, _ განაცხადა ,,ჯანმოს“ პრესმდივანმა დევიდ ნაბარომ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.