პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე თანამდებობები გაინაწილეს.
პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე გახდა; აღმასრულებელი მდივანი _ ირაკლი კობახიძე.
პოლიტიკური მდივნის თანამდებობას პარტიაში გია ვოლსკი იკავებს; საერთაშორისო მდივნის _ თამარ ჩოგოშვილი.
მმართველი პარტიის რეგიონული მდივნის პოსტი დიმიტრი სამხარაძემ დაიკავა.