მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 27-28 აპრილს, საგამონაკლისო წესით შესვლა-გასვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.
აღნიშნულ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია. კომენდანტის საათის მოქმედება კი კვლავ ძალაში რჩება.