კოვიდ პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ბიზნეს სექტორი დააზარალა, განსაკუთრებულად დაზარალდა ტურიზმი, სარესტორნო ბიზნესი, სავაჭრო და გასართობი ცენტრები. დაკარგა სამუშაო ადგილები, აღნიშნულ სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა, რადგან კოვიდშეზღუდვების გამო, თითქმის ყველა ობიექტი დიხურა.
აღნიშნული ბიზნესის წარმომადგენლები, მთავრობას რამდენიმე კვირის განმავლობაში სთხოვდნენ, მიეცათ მუშაობის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოაცხადებდნენ დაუმორჩილებლობას და თვითნებურად გახსნიდენ ობიექტებს, რომელიც დღეიდან იყო დაგეგმილი.
თუმცა, 4 თებერვალს, მთავრობამ მიიღო გადაწვეტილება, კვების ობიექტების გახსნასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კვების ობიექტები საქართველოს მასშტაბით ღია სივრცეში მუშაობას შეძლებენ.
,,15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში ამოქმედდნენ. ეს არის ის ძირითადადი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე“, – განაცხადა გახარიამ.
ასევე, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ რომელიმე ბიზნესი, დაარღვევს კოვიდრეგულაციებს, მკაცრი სამართლებრივი რეაგირების გარდა, მოხდება დამრღვევი ბიზნეს სუბიექტის სუბსიდირების პროგრამიდან მოხსნა. ანუ აღნიშნულ ბიზნესის წარმომადგენლს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათები და სუბსიდირება არ შეეხება.
მთავრობის ამ გადაწვეტილება ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას გამოეხმურა რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე, რომლის თქმით, კვების ობიექტების გახსნა ერთიანად ვერ გააცოცხლებს ეკონომიკას, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
,,გადავდივართ კონსტრუქციულ რეჟიმში. გახსნის პოლიტიკა რაც გაცხადდა, საზოგადოებისათვის იქნება შვება, ეკონომიკისთვისაც იქნება გარკვეული შვება. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაფერს ერთიანად გააცოცხლებს, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, ხელისუფლებასთან ურთიერთობით, გადაიდგას ის ნაბიჯები, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველა მხარეს. 6 თებერვლიდან, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები, არ აპირებენ თვითნებურად გახსნან ობიექტები“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლების განცხადებებთან და მათ ქმედებებთან დაკავშირებით, ,,გურია ნიუსი“ ესაუბრა, ეკონომისტს, პროფესორ ვლადიმერ პაპავას.
მისი თქმით, ბიზნესმენები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობენ, ეტყობა მათ ოჯახებს არ შეხებია კორონავირუსი, ან თუ შეხებია _ მსუბუქი ფორმით.
,,ბიზნესის ქმედებები ისეთივეა, როგორიც არის მთელს მსოფლიოში. ბიზნეს რა უნდა? იმუშაოს ხომ? _ ეს ჩვეულებრივია. მაგათ შექმნილ ასოციაციებსაც რა უნდათ? ამ ასოციაციებში შემავალ სტრუქტურებს დაუჭირონ მხარი. ესეც ბუნებრივია. მაგრამ ის ბიზნესმენები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობენ, ეტყობა მათ ოჯახებს არ შეხებია კორონავირუსი ან თუ შეხებია მსუბუქი ფორმით. აბან ჰკითხეთ იმ ადამიანებს, სადაც დაღუპულები არიან. აბა, ჰკითხეთ, იმ ადამიანებს რომელი ბიზნესი გააცოცხლებს… ჩვენში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბატონობს „ამოტრიალებული“ ფსიქოლოგია. ჩვენ, ხშირად ბიზნესზე უფრო ვაკეთებთ აქცენტს, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ესაა ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი!“ – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.