“არ მაქვს უფლება ჩემი ტრაგედიით ჩემი მაყურებელი დავამძიმო” _ წერს სოციალურ ქსელში გადაცემა “პროფილის” წამყვანი მაია ასათიანი და კრიტიკოსებს პასუხობს:
“ვპასუხობ ყველას, ვისაც კითხვა გაუჩნდა, რატომ გადის პროფილში სხვა და სხვა, მათ შორის მსუბუქი თემები და რატომ არ მაცვია მძიმე შავები.
მე არ მაქვს უფლება ჩემი ტრაგედიით ჩემი მაყურებელი დავამძიმო” _ წერს ასათაინი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მაია ასათიანს 18 წლის ქალიშვილი დაეღუპა.
მიუხედავად ამ ტრაგედიისა, მან შეძლო, ეთერს დაუბრუნდა და ძლიერი ქალის მაგალითადაც იქცა.