სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ბიუჯეტის მოცულობა 13 394 000 ლარით განისაზღვრა.
პროექტი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
სხდომას მუნიციპალიტეტის სარებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯბურია დამერის მოადგილე, დავით ბახტაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა განათლების სისტემა, სოციალური სფერო, პენსიები და ინფრასტრუქტურა.
მერმა იმ მოთხოვნებზეც გააკეთა განცხადება, რომლითაც საკრებულოს სხვადასხვა სტრუქტურებმა მომართეს.
,ჩვენ ბოლომდე გვაქვს გათავისებული მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები, ამიტომ ვცდილობთ, თანაბრად გავანაწილოთ შესაძლებლობები და საბიუჯეტო პროცესები კანონის სრული დაცვით წარვმართოთ,“-,,გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ.