25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის დაბლობში, ტემპერატურის ასეთი მკაცრი დაცემა (-9, -10 გრადუსი) არ აღნიშნულა. ამან ზონის ზოგიერთ ადგილში საკმაოდ დააზიანა ციტრუსოვანთა ნარგავები. თუმცა, საბოლოო დასკვნის გაკეთება ციტრუსოვანთა დაზიანებაზე ნაადრევია, სანამ მცენარეში წვენის მოძრაობა არ დაიწყება.
გასხვლას ვიწყებთ მაშინ, როცა დათბობის პროცესი გვიჩვენებს, თუ სად არის დაზიანება. ტოტი უნდა გადავჭრათ სასხლავი მაკრატლით ან ხერხით, დაზიანებული ადგილიდან 2-3 სანტიმეტრით დაბლა. ნაადრევმა გასხვლამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უფრო მნიშვნელოვანი დაზიანებები. ნასხლავი მასა (თუ სოკოთი არაა დაავადებული) შეიძლება წვრილად დაიჭრას და მოეწყოს მცენარის გარშემო.
დაზიანებული ტოტების მოცილების შემდეგ, ხდება გაღვიძებული კვირტიდან ახალი ყლორტის განვითარება, რომელიც მიმდინარეობს ჩქარი ტემპით, ვინაიდან მცენარეზე ძველი ტოტებისა და კვირტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, ამიტომ ეს სწრაფმზარდი ტოტს. რამდენიმე ხნის შემდეგ, უნდა გადავჭრათ თავი, რაც ხელს შეუწყობს მის გამაგრებას და გვერდითი ტოტების წარმოქმნას.