საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემამ Wall street Journal ბლოკჩეინის ტექნოლოგიისადმი მიძღვნილ სტატიაში საქართველოს, კერძოდ კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება განიხილა.
სტატიაში, რომელიც ჭალლ სტრეეტ ჟოურნალ-მა 6 მარტს გამოაქვეყნა, განხილულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროექტი და შვედეთსა და ამერიკის შეერტებულ შტატებში უძრავ ქონებისგარიგებებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების სატესტო პროექტები.
„ბოლო ერთი წელია, საქართველოში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უძრავი ქონების ამონაწერების შესახებ ინფორმაციის შენახვისთვის იყენებს, მათ შორის, ქონების ყიდვის/გაყიდვის ან იპოთეკისრეგისტრაციის დროს. დღეისათვის ბლოკჩეინში მილიონი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა შენახული, თითოეული მათგანი უნიკალური ჰეშ-კოდით.
სააგენტოს შემდეგ მიზანია გონიერი (სმარტ) კონტრაქტების დანერგვა, რაც უძრავი ქონების ტრანზაქციების ციფრულ ფორმატში შესრულებას უზრუნველყოფს.
„ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, შევთავაზოთ სერვისი”, განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ.
ქვეყანამ ახლახანს მიიღო კანონი ელექტრონული ხელმოწერებთან დაკავშირებით და მუშაობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ სხვა რეგულაციებზე, განაცხადა მან”, – წერს გამოცემა ჭალლ სტრეეტ ჟოურნალ.
საქართველოს გამოცდილებას მაგალითად ასახელებს ასევე, გამოცემა თჰე Mერკლე 5 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში. (R)