ამ წუთებში ხანძარი იყო ოზურგეთში. ცეცხლი მოედო სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, 120 ნომერში მდებარე სახლის ახლოს ხეებსა და ხმელ ფოთლებს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. სახლი დაწვას გადაურჩა.