ოზურგეთში ზაზა ფაჩულია საკალათბურთო მოედნის გახსნას გეგმავს, რომელიც კომპანია “გალფის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტი იქნება.
სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს და მაღალი დონის ტურნირებსაც უმასპინძლებს.
როგორც გვითხრეს, პროექტთან დაკავშირებით ზაზა ფაჩულია და პარლამენტის თავმჯდომარე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე კომპანია “გალფის” წარმომადგენელთან ერთად ოზურგეთში ვიზიტს გეგმავენ.