“დღეს არამარტო სისტემა, არამედ ხელისუფლება დაგვეტაკა ჩვენ,“ _ ეს განცხადება, ზაზა სარალიძემ გააკეთა.
„პრემიერი მოვიდა არა იმიტომ, რომ თანაეგრძნო ჩემთვის, არა იმიტომ, რომ აუცილებლად დღესვე დაკავებული იქნებოდნენ ჩემი შვილის მკვლელები და მისი მფარველები, არამედ კიდევ უნდოდა, რომ მოვეტყუებინე, 6 თვე მატყუებენ,“ _ განაცხადა სარალიძემ.
ზვიად კუპრავამ აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ შეკრებილებმა პრემიერი კვირიკაშვილი გააძევა. ზვიად კუპრავამ ბიძინა ივანიშვილს მთავრობის დათხოვნისკენ მოუწოდა.
„მივმართავ ივანიშვილს, სანამ გაგვიზრდია ჩვენი მოთხოვნები და გადავსულვართ კონკრეტულ ქმედებებზე და გეგმებზე, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობის დათხოვნის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვპირდები, რომ მას 100 ათასი ადამიანი აუტალახებს ეზოს,“ _ განაცხადა კუპრავამ.
რამდენიმე წუთის წინ პრემიერი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა და სიტყვით მიმრთა შეკრებილებს, თუმცა, აქციის მონაწილეებმა მას სიტყვა არ დაასრულებინეს.
ამის შემდეგ პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა.