შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ,,გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სოფრომაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პირადად მიიღო.
ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ეყოლება. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს, ხოლო მეორე მოადგილე მიხეილ დონდუა იქნება.