https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ზედმეტად ანაზღაურებულია 234 900 ლარი” _ რა იპოვა სახელმწიფო აუდიტმა თბილისის მერიაში

10:01; 26.01.2019
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების „გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის და რეაბილიტაციის პროგრამის“  ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის შედეგები გამოქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა არ დააწესა სათანადო კონტროლი მის მიერ 100%- იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს – შპს „სინათლის ქალაქის“ სპეციალიზირებული ტექნიკის ახლით ჩანაცვლების შესყიდვის პროცესზე და არ გაითვალისწინა ამ მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

„2015 წელს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა გარე განათების კონსტრუქციების სამღებრო სამუშაოები ფაქტობრივად შეასრულა შესყიდვების კანონმდებლობის გამოყენების გარეშე, უკონკურენტო გარემოში და მისი ღირებულება ფაქტობრივად ორჯერ გადაიხადა”, _ ვკითხულობთ დასკვნაში.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ  თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გარე განათების სისტემების ექსპლოატაციის მიზნით შპს „სინათლის ქალაქთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები ფორმალური ხასიათისაა.

„მომსახურების მიწოდების პროცესი ფორმით სახელმწიფო შესყიდვის მსგავსია, თუმცა შინაარსობრივად სუბსიდიურ ხასიათს ატარებს. სახელშეკრულებო ურთიერთობის შერეული ფორმა ქმნის მოუწესრიგებელ სიტუაციას და გაურკვევლობას იწვევს მიწოდების რეალური ღირებულების განსაზღვრის, მომსახურების მიწოდების ვადების დაცვის, შესრულების კონტროლისა და საჯარიმო სანქციების გავრცელების მხრივ”, _ წერია დასკვნაში.

უფრო დეტალურად რომ მივყვეთ,  2015-2016 წლებში შპს „სინათლის ქალაქი“ ახორციელებდა მუნიციპალიტეტის გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ-მხატვრული მინათების ქსელის ექსპლოატაციას სპეციალური დანიშნულების ტექნიკის (ავტოსატრანსპორტო საშუალებები) გამოყენებით. საწარმომ გადაწყვიტა ახალი ტექნიკის შეძენა და 2015 წლის 20 ოქტომბერს წერილით მიმართა სსიპ „თბილისის ქონების მართვის სააგენტოს“.

წერილში აღნიშნულია, რომ საწარმომ ჩაატარა ბაზრის კვლევა და მის საფუძველზე შესასყიდი ტექნიკის ღირებულებამ შეადგინა 5,800.0 ათასი ლარი. კვლევის პირობებში ჩადებული იყო მრავალწლიანი შესყიდვა, არსებული ტექნიკის ჩანაცვლების გზით.

 იმავე დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ გამოსცა განკარგულება და 2015- 2016 წლების „გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის და რეაბილიტაციის ღონისძიებების პროგრამის“ ბიუჯეტი გაზარდა 5,800.0 ათასი ლარით.

თანხა განისაზღვრა მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიის, შპს ,,სინათლის ქალაქის“ კაპიტალის ზრდისათვის, კომპანიის საკუთრებაში რიცხული  მეორადი სპეციალიზირებული ტექნიკის ახლით ჩანაცვლების პროექტის დასაფინანსებლად. კერძოდ, 2015 წელს გათვალისწინებული იყო 500.0 ათასი ლარის, ხოლო 2016 წელს – 5,300.0 ათასი ლარის გამოყოფა.

მთავრობის 2015 წლის 11 ნოემბრის განკარგულებით , შპს ,,სინათლის ქალაქის“ კაპიტალი გაიზარდა 500.0 ათასი ლარით.

აღნიშნული თანხა საწარმოს ანგარიშზე ჩაირიცხა 27 ნოემბერს. შპს „სინათლის ქალაქმა“ ელექტრონული ტენდერი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე (24 ერთეული), მეორადი ტექნიკის ჩანაცვლების გზით, გამოაცხადა 2015 წლის 13 ნოემბერს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ შეადგინა 5,800.0 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს „ჯი-თი გრუპმა“ და ვაჭრობის შედეგად დააფიქსირა 5,765.0 ათასი ლარის შემოთავაზება.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის ჯგუფის მიერ მოძიებული ინფორმაციით, 2015 წლის 3 ივლისს ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ – შპს „ჯი- თი გრუპმა“, რომელმაც წარმოადგინა შემოთავაზება 2,748.0 ათასი ევროს ღირებულებით, რაც იმ დროისთვის წარმოადგენდა 6,866.4 ათას ლარ .

 სატენდერო დოკუმენტაცია, მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ითვალისწინებდა ხელშეკრულების ფასის უცხოურ ვალუტაში განსაზღვრის შესაძლებლობას.

შპს „ჯი-თი გრუპთან“ 22 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება11 2,276.1 ათასი ევროს ღირებულებით (5,765.0 ათასი ლარის ექვივალენტი, ვაჭრობის დღეს დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსით).

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, 2015 წელს გათვალისწინებული იყო ავანსის გაცემა 500.0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წელს ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის პროპორციული ღირებულების შესაბამისად და ავტომანქანების ჩანაცვლებით, რომელთა ღირებულება შეადგენდა 256.9 ათას ლარს.

ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2015 წლის 11 დეკემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ გამოსცა განკარგულება მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების შესახებ, რომლის მიხედვით „გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის და რეაბილიტაციის ღონისძიებების პროგრამის“ ბიუჯეტი გაიზარდა 1,600.0 ათასი ლარით.  

აღნიშნულის საფუძველზე, 23 დეკემბერს მთავრობამ გამოსცა ახალი განკარგულება. სამართლებრივი აქტით ცვლილება შევიდა 20 ოქტომბრის განკარგულებაში და 2015 წლის პროგრამის ბიუჯეტში, შპს „სინათლის ქალაქის“ კაპიტალის ზრდისათვის, 500.0 ათასი ლარის ნაცვლად, გათვალისწინებული იქნა 2,100.0 ათასი ლარი. სხვაობა, 1,600.0 ათასი ლარი შპს „სინათლის ქალაქს“ სრულად გადაერიცხა 2015 წლის 30 დეკემბერს .

 აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 23 დეკემბერს, სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტში, ქ. თბილისის მთავრობისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო შპს „სინათლის ქალაქის“ მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგები. კერძოდ, ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმდა 22 დეკემბერს; ტენდერის სავარაუდო ღირებულება – 5,800.0 ათასი ლარი შემცირდა 35.0 ათასი ლარით და შეადგინა 5,765.0 ათასი ლარის ექვივალენტი ევროში; ამასთანავე, გაფორმებული ხელშეკრულების ფასში შევიდა ჩასანაცვლებელი მეორადი ტექნიკის ღირებულება 256.9 ათასი ლარის ოდენობით.

მიუხედავად ამისა, პროექტის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის მოცულობა – 5,800.0 ათასი ლარი თბილისის მთავრობის განკარგულებებით დარჩა უცვლელი. საწარმომ შპს „ჯი-თი გრუპთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2015 წლის 28 დეკემბერს შეიტანა ცვლილებები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი დაფინანსება სრულად გამოიყენა საავანსო თანხის გასაზრდელად.

კერძოდ, მიმწოდებელს ავანსის სახით 2015 წლის 30 დეკემბერს გადაერიცხა 2,100.0 ათასი ლარი.

 პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ავანსის გაზრდა გამოიწვია სავალუტო კურსის აქტიურმა ცვლილებებმა, რომლის დროსაც კომპანიას დაუდგა საფრთხე, რომ შესაძლოა კაპიტალის ზრდისთვის გამოყოფილი თანხები აღარ ყოფილიყო საკმარისი სახელშეკრულებო ვალდებულებების დასაფარად.

 აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა სავალუტო კურსის ცვლილების დინამიკა ხელშეკრულების დადებიდან პირველ ცვლილებამდე პერიოდში, ასევე ხელშეკრულების ცვლილებების შინაარსობრივი მხარე და თვლის, რომ წარმოდგენილი არგუმენტები საავანსო თანხის გაზრდით ორგანიზაციის ფინანსური რისკის შემცირების შესახებ არაობიექტურია და არ შეესაბამება რეალობას, კერძოდ:  2015 წლის 22 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე პერიოდში ლარის კურსი ხასიათდებოდა როგორც ზრდის, ასევე კლების ტენდენციით და ევროსთან მიმართებაში 2.6055-დან 2.6365-მდე გაიზარდა, რაც არ წარმოადგენს კურსის მნიშვნელოვან რყევას.

2015 წელს ჩარიცხულმა თანხამ ჯამში 2 100.0 ათასი ლარი შეადგინა.  გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წინასაახალწლო პერიოდში ეროვნული ვალუტა ზოგადად ყოველთვის ხასიათდება გაუფასურების ტენდენციით, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის გაზრდის გამო. ამდენად, საავანსო თანხის გაზრდის აუცილებლობა, ეროვნული ვალუტის მოსალოდნელ გაუფასურებასთან მიმართებაში, ვერ დგინდება.

ხელშეკრულების პირობებით, ახალი ტექნიკის ფასი განსაზღვრული იყო ევროში. ამასთან, ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ეროვნულ ვალუტაში, ეტაპობრივად, მიწოდებული ტექნიკის ღირებულების შესაბამისად, ტექნიკის მიწოდების მომენტში დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

შესაბამისად, გადასახდელი თანხის საერთო მოცულობა განისაზღვრებოდა ლარის კურსით, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის თარიღისთვის. ახალი ტექნიკის მიწოდებაზე შედგენილია სულ 9 მიღება- ჩაბარების აქტი და ყველა შემთხვევაში ტექნიკის ღირებულება ევროდან ლარში გადაყვანილია მიღება-ჩაბარების დღის ოფიციალური კურსით. სულ მიწოდებული ტექნიკის ღირებულებამ შეადგინა 5,822.0 ათასი ლარი. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მოცულობა (ლარებში) დამოკიდებული იყო ორ ფაქტორზე:  ტექნიკის მიწოდების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი;  ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებისას.

გამომდინარე აქედან, გადასახდელი თანხის რაოდენობაზე სხვა ფაქტორები გავლენას არ ახდენდა და გადასახდელი თანხის მოცულობა (ლარებში) გადახდილი ავანსის ოდენობაზე დამოკიდებული არ ყოფილა. ამდენად, ორგანიზაციის ფინანსური რისკი არ შემცირებულა და ავანსის გაზრდამ ვერ უზრუნველყო შემსყიდველის პირობების გაუმჯობესება.

2016 წლის 12 თებერვალს შპს „სინათლის ქალაქმა“ მიმწოდებელს ავანსის სახით დამატებით ჩაურიცხა 3,700.0 ათასი ლარი, რითაც საავანსო თანხამ ჯამში 5,800.0 ათასი ლარი შეადგინა. ხელშეკრულებაში შეტანილი აღნიშნული ცვლილებებით, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის პირობები გაუარესდა, რაც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დაუშვებელია.

საპირისპიროდ, გაუმჯობესდა მიმწოდებლის პირობები, რომელმაც წინასწარ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი ანაზღაურება. კერძოდ, საავანსო თანხის მოცულობა 500.0 ათასი ლარიდან (ხელშეკრულების ღირებულების 8.6%) 5,800.0 ათას ლარამდე (100%-ზე მეტი) გაიზარდა.

აუდიტის ჯგუფი დასაშვებად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ წინასწარი ანგარიშსწორების ასეთი პირობებით, შესყიდვის პროცესში მონაწილეობას მიიღებდნენ სხვა პრეტენდენტებიც, რაც ხელს შეუწყობდა ჯანსაღ კონკურენციას და შესაძლო სატენდერო ეკონომიის გაზრდას. ხელშეკრულების შესრულებისას გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებიდან ირკვევა, რომ შპს „ჯი-თი გრუპმა“ შპს „სინათლის ქალაქს“ მიაწოდა 5,822.0 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა. შპს „სინათლის ქალაქმა“ მიმწოდებელს ავანსად გადაურიცხა 5,800.0 ათასი ლარი და ასევე გადასცა 256.9 ათასი ლარის ჩასანაცვლებელი ტექნიკა, რაც ჯამში 6,056.9 ათას ლარს შეადგენს. გამომდინარე აქედან, შპს „სინათლის ქალაქის“ მიერ ზედმეტად ანაზღაურებულია 234.9 ათასი ლარი. შესაბამისად, შპს „სინათლის ქალაქი“/შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვერ იყენებს ფულად რესურსს ან საპროცენტო სარგებლის მიღების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, საბანკო ხელშეკრულებების შესაბამისად, შპს „სინათლის ქალაქს“ ანგარიშზე არსებულ ნაშთებზე ყოველდღიურად ერიცხებოდა სარგებელი წლიური 9,3%-ის, ხოლო შპს „თბილსერვის ჯგუფს“ – 16%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუკი საწარმო 5,300.0 ათასი ლარით არ გაზრდიდა საავანსო თანხის მოცულობას და ანგარიშსწორებას მოახდენდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კაპიტალის ზრდისათვის მიღებული დაფინანსებიდან, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ანგარიშზე არსებული თანხების საპროცენტო სარგებლის სახით მიიღებდა 140 ათას ლარზე მეტ შემოსავალს.

ამდენად, თბილისის მუნიციპალიტეტმა არ დააწესა სათანადო კონტროლი მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს – შპს „სინათლის ქალაქის“ სპეციალიზირებული ტექნიკის ახლით ჩანაცვლების შესყიდვის პროცესზე და არ გაითვალისწინა ამ მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

მუნიციპალიტეტმა პროექტისათვის განსაზღვრული თანხა არ შეამცირა ჩასანაცვლებელი მეორადი ტექნიკის ღირებულებით (256.9 ათასი ლარი) და საწარმოს კაპიტალის ზრდის მუხლით გამოუყო ხელშეკრულებით განსაზღვრულზე მეტი საბიუჯეტო რესურსი, რითაც შპს „სინათლის ქალაქს“ შესაძლებლობა მიეცა არასათანადოდ განეკარგა მიღებული დაფინანსება. კერძოდ, შპს „სინათლის ქალაქმა“ მიმწოდებელს ზედმეტად აუნაზღაურა 234.9 ათასი ლარი, რითაც საწარმოს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი.

შეგახსენებთ, რომ 2015-2016 წლებში თბილისი მერი დავით ნარმანია იყო.

რაც შეეხება ჯი თი გრუპს _ მისი გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძეა, რომელიც ‘ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია.

2016 წელს, გოგსაძემ მმართველ პარტიას პირადად შესწირა 37 960 ლარი _ 24 აგვისტოს 20 000 ლარი, ხოლო 13 სექტემბერს 17 960 ლარი.

აუდიტის სამსახურის დასკვნა ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი-  მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:13; 22 იანვარი, 2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

11:17; 22 იანვარი, 2026
ფინანსები

„ქართული ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლებს დეკლარაციაში უთითებს 17

13:20; 21 იანვარი, 2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20 იანვარი, 2026
ფინანსები

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16:35; 16 იანვარი, 2026

იმნაძე: "ფსიქიკური მდგომარეობა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შემადგენელი, მაწუხებს ძალიან"

„სრულიად საქართველო განიცდის“_ ექიმებმა ლევან ჩხაიძეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

კაცი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

10:15; 23.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

10:12; 23.01.2026
ზაფრანი

ვინ იმყოფება ზეციური ძალების დაცვის ქვეშ 

9:50; 23.01.2026
პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22.01.2026
მსოფლიო

“ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

19:31; 22.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22.01.2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22.01.2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22.01.2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22.01.2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” წერილობით გააფრთხილა

16:56; 22.01.2026
საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო