ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის #13 საარჩევნო უბანი (ზემოსურები) გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 2 ხმით მოიგო.
ამ უბანზე ვაშაძეს 92-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხადი, ხოლო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 90-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
ზემოსურების საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იოსებ სანიკიძის ინფორმაციით ზემოსრებში 267 ამომრჩეველია და დღეს, მოქალაქეობრივი ვალი 184-მა დააფიქსირა.
მისივე ინფორმაციით, 184 ბიულეტენიდან 2 ბათილი იყო.
აღსანიშნავია, რომ ზემოსურების საარჩევნო უბანი გრიგოლ ვაშაძემ პირველ ტურშიც მოიგო.