რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას ვლადიმერ ლენინის ცხედარის კრემაცია შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
,,ჩვენ ეს გვამი არ გვჭირდება. გთხოვთ, ნუ გავყიდით, მოდით კრემატორიუმში დავწვათ ცხედარი და სიმბირსკში მისი მამის საფლავთან ან პეტერბურგში, დედის საფლავის გვერდით დავკრძალოთ“, – განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.
როგორც რამდენიმე დღის წინ რუსული მედია წერდა, მხატვარმა დევიდ დატუნამ ლენინის ცხედრის შესყიდვისა და აშშ-ში გადატანის სურვილი გამოთქვა.
მხატვრის თქმით, ამერიკა კომუნიზმისა და სოციალისტური იდეებისკენ მიემართება, ახლა კი, მავზოლეუმის ატრიბუტები და ლენინი აშშ-ს უფრო სჭირდება ვიდრე რუსეთს.