ახლახან, ქართველ მკითხველს ოზურგეთელმა თამაზ ხარაიშვილმა თანამედროვე ებრაელი პოეტი ქალის, ჰამუთალ ბარ-იოსეფის ლექსების თარგმანის კრებული: „ჟოლოს ბუჩქი“ შესთავაზა, რასაც ინტერესით გაეცნენ მის მშობლიურ გურიაშიც.
თამაზ ხარაიშვილს ჩვენს საზოგადოებაში კარგად იცნობენ, როგორც მაღალერუდირებულ პიროვნებას, პოეტს და ლიტერატორს, რომლის შემოქმედების ეს სიახლე _ მთარგმნელობითი მიმართულება, მკითხველში განსხვავებულ ინტერესს იწვევს.
„ჟოლოს ბუჩქი“ _ კრებულის ეს სახელი, ავტორის და მთარგმნელის შეთანხმებაა, რომელიც თანმიმდევრული მონაცვლეობით, ლექსებს აძლევს იდეურად ურთიერთშერწყმის საშუალებას, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით _ სახეზეა ძალდაუტანებელი ჰარმონია. ჟოლოს სიმბოლიკაც ძალზე ნაცნობია _ ის ერთდროულად გვაგრძნობინებს ჩვენი ყოფის ტკბილ-მწარე გემოს.
ქართველი მკითხველისთვის არც ისე ბლომად მოიპოვება თანამედროვე ებრაული პოეტური თარგმანები და ეს წიგნი მთარგმნელის საუკეთესო ჟესტია ამ კუთხით, ქართველი პოეზიის ტრფიალთა გულებთან მისასვლელად