საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.
როგორც მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა მისთვის საამაყოა.
მოქმედმა პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა დღის მეორე ნახევარშიც შენარჩუნდება.
„მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი აქტიურობა, რომელსაც ვხედავ საარჩევნო უბანზე. მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისთვის, ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ კიდე ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს თავის ბიულეტენი, დააფიქსიროს თავის არჩევანი, ითამაშოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირების პროცესში.
დარწმუნებული ვარ, ეს აქტივობა გაგრძელდება მომავალშიც, დღის განმავლობაში, რაც გარანტიაა იმისა, რომა არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე, იქნება ნაკლები დარღვევები“, _აღნიშნა პრეზიდენტმა.