ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტს, რომელიც მეორე დღეა სტიქიის გამო გარესამყაროს მოწყდა ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
ამის შესახებ “გურია ნიუსს” “ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურიდან აცნობეს.
რაც შეეხება გზას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ხვალ დილით ზოტში საავტომობილო მიმოსვლა აღდგება.