“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ზუგდიდის მერის ასევე, სოციალურ ქსელში გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ლაშა გოგია ბიზნესმენებს, კომპანიის დამფუძნებლებს მოუწოდებს გაითვალისწინონ საპატრიარქოს განცხადება და რუსთავი 2-ზე რეკლამა არ განათავსონ.
“ზუგდიდის ყ..ე მერს და მის პარტიას, მოვუწოდებ, ტ…ში გაირჭონ მთელი ქართული მარში და სანდრო ბრეგაძე, პერსონალურად. მაინც ერთი და იგივეს ამბობთ. შეგიძლიათ, მამა იობიც მიამატოთ, თუ შეგეტიათ მისი განიერი თავით და შორენა თეთრუაშვილიც ზედ დაყოლებული.
p.s. ჩემს მშობლიურ ქალაქ ზუგდიდს კიდევ თავს ლაფის დასხმა მერი რომ ყავს, სირცხვილი და თავის მოჭრა. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ”, _ წერს გვარამია.