ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. იგი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო. დაკავებული ჯერჯერობით, არავინაა.