ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტომობილი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ავტომობილი ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ გაზის მილს და ცეცხლი გაუჩნდა.
უწყება მომხდარს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს.