ზურაბ ჯაფარიძე და რამდენიმე აქტივისტი პოლიციამ 3 000 ლარით დააჯარიმა.
„გირჩის“ ლიდერის განცხადებით, მათ აქციაზე ორი აქტივისტი დააკავეს. აქციის ორგანიზატორი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც ზურაბ ჯაფარიძეს ჯარიმის ოქმი გადასცეს. „გირჩის“ ლიდერი პოლიციამ 3 000 ლარით დააჯარიმა.
იპოდრომის ტერიტორიაზე აქცია იყო, სადაც საგანგებო მდგომარეობას და მის გაგრძელებას აპროტესტებდნენ.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევის გამო ისინი კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან.
თავად დაკავებულები აცხადებენ, რომ სეირნობდნენ და ამის შემდეგ დააკავეს. ადგილიდან ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციაზე პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამოც დააკავეს ადამიანები.
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზე სოციალური დისტანცია და ადამიანების პასუხისმგებლიანი ქცევა მუშაობს და არა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მისი შეფასებით, შოუს ნაწილია.