“სამართლიანმა არჩევნებმა“ მეორე ტურის პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა. მიხეილ ბენიძის თქმით, ორგანიზაცია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. ბენიძე ამბობს, რომ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები არჩევნებს აკვირდებოდნენ საზღვარგარეთ გახსნილ 12:00 საარჩევნო უბანზეც.
ბენიძის თქმით, კანდიდატებისთვის ცდომილების ზღვარი 0,8%-ს შეადგენს.
„სალომე ზურაბიშვილი 48 – გამოთვლილი პროცენტი 59.1%, ცდომილების ხარისხი 0.8%. მინიმალურ შედეგი 58.3%, მაქსიმალური შედეგი 59.9%. გრიგოლ ვაშაძე ნომერი 5 – გამოთვლილი პროცენტი 40.9%, ცდომილების ხარისხი 0.8%. მინიმალური შედეგი 40,1%. მაქსიმალური შედეგი 41.7%.“ – აცხადებს ბენიძე.
ბენიძის თქმით, “სამართლიანმა არჩევნებმა” საუბნო კომისიებში 53 საჩივარი წარადგინა, ხოლო საოლქო კომისიებში 76 საჩივარი.
„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, სამართლიანი არჩევნები ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით აკვირდებოდა, რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. ძირითადი დასკვნების სახით რაც შეეხება ხმის დათვლის პროცესს, სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი, უმეტესწილად, საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა,“ – განაცხადა ბენიძემ.