პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შესაძლო დაკავებას სოციალური ქსელით ეხმიანება:
„დღევანდელი გადაწყვეტილება გიგი უგულავას განმეორებით დაჭერის შესახებ არის ყოვლად უგუნური გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან.
იგი იყო დამნაშავე და მან უკვე მოიხადა ამისთვის სასჯელი. ასეთი ქმედებებით ხელისუფლებას ხელოვნურად შეყავს პოლიტიკური პროცესები ჩიხში.
ვერაფერს ვერ მოიგებს ამით „ოცნება“, თუმცა მე მხოლოდ ის მადარდებს, რომ პოლიტპატიმრების გაჩენით ( უგულავას აუც,ილებლად აღიარებენ ასეთად, აგერ ნახავთ! ) ქვეყანაში საბედისწერო უკუსვლას ვიწყებთ და თუ ასე გაგრძელდა უფსკრულის პირას აღმოვჩნდებით მალე.
დროა გონს მოვეგოთ!“ _ წერს ზვიად კვაჭანტირაძე.