საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით სამხედრო კოალიციის მიერ ჰუსიტების წინააღდეგ გახორციელებული ავიაიერიშის შედეგად იემენში 100-ზე მეტი პატიმარი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
როგორც წითელი ჯვვარში ამბობენ, დაღუპულთა რიცხვი თავდასხმის ადგილის დათვალიერების შემდეგ შეიძლება გაიზარდოს.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, დაკავების ცენტრში დაახლოებით 170 დაკავებული იმყოფებოდა, რომელთაგან 40 დაშავდა და სამკურნალოდ გადაიყვანეს, არიან დაკარგულები, რომლებიც სავარაუდოდ დაიღუპნენ.
საუდის კოალიციის მიერ გახორციელებულ იერიშებს საერთაშორისოდ აკრიტიკებენ, რადგან სკოლებზე, საავადმყოფოებზე, საქორწილო წვეულებებზე იერიშის მიტანის შედეგად ათასობით მოქალაქე დაიღუპა.
ყოფილი პატიმრების თქმით, ჰუსიტები ტერიტორიას იარაღის შესანახად და შესაკეთებლად იყენებდნენ.
როგორც საუდის კოალიციაში ამბობენ, მათ იერიში მიიტანეს არა ციხეზე, არამედ სამხედრო ობიექტზე.