ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევა დასტურდება.
გასული 2 დღის განმავლობაში ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან გასული 24 საათის განმავლობაში 2 ჭაჭიეთში, 1 ნაბეღლავში, 2 დაბაში და 1 ვანზომლეთში გამოვლინდა.
რაც შეეხება წინა დღით გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევებს, 2 ვანზომლეთში, 1 ჭაჭიეთში, 2 ბასილეთში, 1 დაბაში და 1 ამაღლებაში დადასტურდა.
ამ დროისთვის ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 111 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 40-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.