კონკურსში „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით ათასი პროექტი შევიდა, ჩიბათის საჯარო სკოლაში გახორციელებულმა პროექტებმა „ეთნო რძლებმა“ და „ევროპულმა მშვიდობის კვირეულმა“ მეორე ადგილი დაიკავა. პროექტი „მასწავლებელი _ მეგზური ევროპისკენ“ 2014 წელს შეიქმნა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს.
ჩიბათის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავას ჯილდო სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გადასცეს.
გამარჯვებული ლანჩხუთელი პედაგოგი სასწავლო ვიზიტით ესტონეტში სულ მალე გაემგზავრება.