“მათე ცენტერაძე ბრძოლა ბოლომდე!!!
არ მინდა ვრცელი გამომივიდეს. არ მოგიყვებით საკუთარ თავზე, ეს მეათასე ხარისხოვანია და მინდა მადლობა გითხრათ ყველას მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა დედას, მიყვარხარ და ბოდიში.
თავისუფალი ვარ, თუმცა იქაც ყველაზე თავისუფალი ვიყავი. იზოლატორიდან რომ გამოვედი, ისეთი ამბები დამხვდა, ვიფიქრე შევბრუნდები და თავიდან გამოვალ, იქნებ მესიზმრება- მეთქი.
ოთხი წუთით გვიან გამოვედი, ვიდრე ჩემი თანამესაკნე, ჩვენი ,,მედროშე ბაბუ”, რომელსაც გარეთ ველოდი და ერთად მივულოცავდით ერთმანეთს თავისუფლებას. თუმცა ჩვენი მედროშე დაკავებული დამხვდა, მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებ ღირსეულ ქართველს და ის აუცილებლად გახდება საქართველოს მოქალაქე, ამის პირობას მე ვდებ.
ჩემი მეგობრებიც დააკავეს, ელიზბარი, ლუკა და გიორგი. იმედია არ მიწყენს, როცა გამოვედი მითხრეს, ელიზბარმა შენი ამბავი რომ გაიგო ცრემლებს ვერ იკავებდაო, ასეთი ძმობა გვაქვს ჩვენ. ელიზბარ ჩხიკვაძე მინდა იცოდე, რომ შენით ვამაყობ, ჩემს დროშას შენ აფრიალებდი და ახლა ჩემი ჯერია, შენი დროშა მე ვაფრიალო. მალე გამოხვალ და მხარდამხარ გავაგრძელებთ ბრძოლას.
გიორგი გახარია, ამ ტექსტს პარტიის ლიდერისთვის არ ვწერ, ვწერ როგორც უფროსი მეგობრისთვის, რომელიც გვერდით მედგა ყოველთვის, როცა ძალიან მჭირდებოდა. ის ლაჩრები, ყოველთვის ლაჩრებად დარჩებიან და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებ ამ მძიმე ბრძოლაში და ამაყი ვარ, რომ შემიძლია ასეთ ღირსეულ ადამიანთან ერთად ვიბრძოლო.
ვიკა ფილფანმა, აქცია მოაწყო ლანჩხუთის იზოლატორთან, მთელი ოვაციები გვქონდა საკანში როცა ხმა გავიგეთ, მაგრამ ჩვენ ვერ გავაგებინეთ საპასუხოდ. Vika Pilpani მიხარიხარ.
ჩემმა მეგობრებმა, რომ უნივერსიტეტში ჩვენი ფოტოები მიიტანეს, ცრემლებს ვერ ვიკავებ, საუკეთესო მეგობრები მყავს.
P.s ვეცდები ყველას გიპასუხოთ, არ ვიცი რამდენად გამომივა, მიყვარხართ და მადლობა, ბრძოლა ბოლომდე”,_ აღნიშნული პოსტი ვრცელდება ბათუმში აქციაზე დაკავებული მათე ცენტერაძის ფეისბუქ გვერდზე.